სირიაში ავარიას 22 ადამიანი ემსხვერპლა.
საწვავით სავსე ტანკერი ორ სამგზავრო ავტობუსს და რამდენიმე მსუბუქ ავტომობოლს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი მოედო.
ინციდენტი დამასკოსა და ჰომსის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. 70 ადამიანი დაშავებულია. ავარიის მიზეზი უცნობი რჩება.