logo
ENG



სირიაში ვითარება კვლავ დაძაბულია

08 თებ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

მდგომარეობა კვლავ დაძაბულია სირიაში. რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა სირიულმა სამხედრო დაჯგუფებამ დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელზეც თვითმკვლელის მიერ იდლიბში განხორციელებული თავდასხმაა ასახული. თავდამსხმელმა მანქანა იმ ადგილას ააფეთქა, სადაც სამხედრო პუნქტი იყო განთავსებული.

ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. იდლიბში დაპირისპირებები, თურქეთის გაფრთხილების მიუხედავად, არ წყდება. თურქეთის პრეზიდენტი იერიშების გაგრძელების შემთხვევაში სირიაში მორიგი სამხედრო ოპერაციის დაწყებით დაიმუქრა.


close დახურვა