logo
ENG



სირიაში ვითარების განსახილველად ერდოღანი რუს, გერმანელ და ფრანგ ლიდერებს შეხვდება

23 თებ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 
7fas8ctv4xg8e6n.jpg

სირიაში არსებული მდგომარეობის განსახილველად თურქეთის პრეზიდენტი რუს, გერმანელ და ფრანგ ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა იზმირში, მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ცნობილია, რომ შეხვედრა 5 მარტს არის დაგეგმილი.

მდგომარეობა სირიის ჩრდილოეთში კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გასულ ღამეს თურქეთის არმიამ იდლიბში ასადის ძალების პოზიციები დაბომბა. იერიში თურქულ პოზიციებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ მიიტანეს, რომელსაც ერთი თურქი სამხედრო ემსხვერპლა.


close დახურვა