logo
ENG



სირიაში თურქეთის მხარდაჭერილმა მებრძოლებმა საარტილერიო შეტევები განახორციელეს

21 თებ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მხარდაჭერილმა მებრძოლებმა სამთვრობო ძალების წინააღმდეგ საარტილერიო შეტევები განახორციელეს. საპასუხოდ რუსეთის ავიაციამ მათი პოზიციები დაბომბა. თუქრეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდლიბთან 50-ზე მეტი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს იერიში კი საპასუხო იყო იმ თავდასხმაზე, რომელსაც ორი თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

რუსეთმა და თურქეთმა, რომლებიც სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარებიან, კომპრომისულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თურქეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებს იდლიბის დაკავების უფლებას არ მისცემს. 


close დახურვა