რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სირიაში ისრაელის ავიაიერიშების დროს სამგზავრო თვითმფრინავი კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა.
გავრცელებული ცნობით, იმ დროს როდესაც, Airbus 320, დამასკოს აეროპორტში ეშვებოდა, ისრაელის ავიაიერიშის მოსაგერიებლად სირიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა. ამის გამო დისპეჩერებმა სამგზავრო თვითმფრინავს მიმართულება შეუცვალეს და ის რუსულ სამხედრო ბაზაზე დაეშვა.
თვითმფრინავის ბორტზე 172 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაციების დროს სამოქალაქო თვითმფრინავების ფარად გამოყენება უკვე ისრაელის საჰაერო ძალების დამახასიათებელ ნიშნად იქცა.