მსხვერპლი მოჰყვა მორიგ ძლიერ აფეთქებას სირიაში. დანაღმული ავტომობილი ქალაქ თელ-აბიადში აფეთქდა, რომელსაც მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, თურქი სამხედროები აკონტროლებენ. დამკვირვებლების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 20-ს აჭარბებს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.