logo
ENG



სირიაში ოფიციალური დამასკო არმიას აგზავნის

14 ოქტ 201907:52
3 წუთის საკითხავი
 
d643krhnpulrp9a.jpg

სირიაში თურქუთის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, ოფიციალური დამასკო ქვეყნის  ჩრდილოეთ რეგიონებში არმიას აგზავნის. 

სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო  შენაერთები „სირიის ტერიტორიაზე თურქეთის აგრესიის შესაჩერებლად გადაისროლეს“.

ასადის რეჟიმმა  ეს გადაწყვეტილება   ქურთულ შენაერთებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიიღო. ქურთი მებრძოლების ინფიორმაციით,  მოლაპარაკებები მხარეებს შორის რუსულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. 

გავრცელებული ცნობით  უახლოეს საათებში სირიის  შეიარაღებული ძალების დანაყოფები პოზიციებს  ქალაქებში მანბიჯსა და ქობანში დაიკავებენ.


close დახურვა