ჩრდილოეთ სირიაში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივ საპატრულო მისიას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ქალაქ ქობანში ადამიანების ჯგუფი სამხედრო მანქანებს შეძახილებით შეხვდა და ქვები დაუშინა. შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას "ესოშიეითედ პრესი" ავრცელებს. პროტესტი, მოსკოვსა და ანკარას შორის სირიის ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირების შესახებ შეთანხმებას მოჰყვა. ეს რეგიონში თურქი და რუსი სამხედროების რიგით მეორე ერთობლივი პატრულირება იყო.