სირიის არმიის იერიშებს იდლიბის პროვინციაში 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. ასადის რეჟიმმა იერიში რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად მიიტანა.
სამიზნეებს შორის საავადმყოფო და 10 სკოლა აღმოჩნდა. ერთ-ერთ ქალაქში დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ბრძოლა საცხოვრებელ უბნებში მიმდინარეობს.
ასადის რეჟიმის სამხედროებმა იდლიბში თურქული უპილოტო საფრენი აპარატიც ჩამოაგდეს. იდლიბში არსებულ მდგომარეობას თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ასადის სამხედრო ძალებს თურქეთის სამხედრო-სადამკვირვებლო პოსტებიდან უკან დახევენ.