logo
ENG



სირიის არმიის იერიშებს იდლიბში ოცი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ცხრა ბავშვი

26 თებ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

სირიის არმიის იერიშებს იდლიბის პროვინციაში 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. ასადის რეჟიმმა იერიში რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად მიიტანა.  სამიზნეებს შორის საავადმყოფო  და 10 სკოლა აღმოჩნდნენ.  

ერთ-ერთ ქალაქში დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ბრძოლა საცხოვრებელ უბნებში მიმდინარეობს. ასადის რეჟიმის სამხედროებმა იდლიბში თურქული უპილოტო საფრენი აპარატიც ჩამოაგდეს.

მომხდარს თურქეთის ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია. 


close დახურვა