logo
ENG



სირიის მედიის ცნობით, ისრაელმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანა, შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

26 აგვ 202201:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/g0k13cgjjp3j6ij.jpg

სირიის სახელმწიფო მედიის, SANA-ს ცნობით, ისრაელმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის რაკეტები ქალაქ მასიაფის სიახლოვეს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა.

SANA-ს ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა რაკეტები ხმელთაშუა ზღვიდან, საპორტო ქალაქის ტარტუსიდან გაუშვეს. მათი სამიზნე ჰამას პროვინციის რამდენიმე ობიექტი იყო.

სირიული მედიის ცნობით, თავდასხმის ადგილებში ხანძარი გაჩნდა. სირიამ საჰაერო თავდაცვა გამოიყენა და გაანეიტრალეს ისრაელის რაკეტების ნაწილი.

ისრაელის სამხედრო სამსახურებს სირიაზე თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აღიარეს, რომ ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციებს ახორციელებენ.

მასიაფის ტერიტორია, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენება ირანული ძალების ბაზად და ბოლო წლებში ისრაელიდან თავდასხმების სამიზნე ხშირად გამხდარა.

ისრაელის მხრიდან სირიას თავს ბოლოს 14 აგვისტოს დაესხა. ამ შემთხვევის შედეგად 3 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა.


close დახურვა