logo
ENG



სირცხვილი, Shame - პარლამენტთან კიდევ ერთი ბანერი გააკრეს

05 თებ 202013:22
3 წუთის საკითხავი
 

"სირცხვილი, Shame",- ამ წარწერით ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ სამშენებლო მწვანე ღობესთან კიდევ ერთი ბანერი გააკრეს. 

ცოტა ხნით ადრე, იმავე ადგილას აქციის ორგანიზატორებმა ასევე გააკრეს ფოტომასალა, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს ასახავს. როგორც თავად ამბობენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკის ამსახველია. 

აქცია პარლამენტთან კი კვლავ გრძედლება. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები დილიდან სირცხვილის კორიდორს აწყობენ და ამ გზით საკუთარ პროტესტს გამოხატავენ.


close დახურვა