logo
ENG



სირცხვილია, მონა - ქაღალდის თვითმფრინავები პარლამენტის ეზოში საპროტესტო წარწერებით

28 ნოე 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
14ci8afsdhc6wtf.jpg

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობაში ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „სირცხვილია“, „მონა“. 

ნოდარ რუხაძის განცხადებით, მათი სამიზნე არის პარლამენტის ეზო, რათა ოცნების დეპუტატებმა კარგად გაიგონ, თუ რას ფიქრობენ მათზე „სირცხვილიას“ აქტივისტები.

„ჩვენი სამიზნე არის პარლამენტის ეზო, რომ "ქართული ოცნების" დარჩენილმა დეპუატატებმა კარგად გაიგონ, თუ რას ვფიქრობთ მათზე. ერთ ფრთაზე ჩვენს თვითმფრინავებს აწერია მონა, მეორე ფრთაზე აწერია სირცხვილია“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.


close დახურვა