logo
ENG



სირცხვილია: ილიჩოვასა და მელაშვილის გირაოს დასაფარად 1 საათში 20 000 ლარი შეგროვდა

28 იან 202122:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/28/bc0fcorwkwg8030.jpg

ერთ საათში სირცხვილიას ანგარიშზე კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილისთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 20 000 ლარი შეგროვდა. 

"1 საათი გავიდა მხოლოდ და 20 000 ლარი უკვე შეგროვებულია", - განაცხადა ორგანიზაციამ. 

ორივე კარტოგრაფის გირაოს სრულად დასაფარად ანგარიშზე კიდევ 20 000 ლარია შესაგროვებელი. 

სირცხვილია თანხას საქართველო ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE44BG0000000162241054 და თი ბი სი ბანკის ანგარიშზე, ნომრით #GE27TB7589236070100003, შეაგროვებს. 

დღეს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.


close დახურვა