logo
ENG



სირცხვილია: შსს-მ დაუმორჩილებლობის მარშზე მისული ადამიანების დაჯარიმება დაიწყო

08 თებ 202119:35
3 წუთის საკითხავი
 
სირცხვილია: შსს-მ დაუმორჩილებლობის მარშზე მისული ადამიანების დაჯარიმება დაიწყო
ფოტო: ვახო ქარელი

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი დაიწყო, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ.

"იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს - აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადება 2020 წლის 9 ნოემბრის დაუმორჩილებლობის დღეს:

"მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს კანონი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება". 

შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000-ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც არღვევს შეკრება-მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას", - წერია განცხადებაში. 

6 თებერვალს, ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა დაუმორჩილებლობის მარში გამართეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი გააპროტესტეს. იმავე ღამით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს. 

აქციის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაჯარიმდება ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილება. 

 

close დახურვა