logo
ENG



სირცხვილიამ მერიას 20 ივნისს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართა

09 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება“ 20 ივნისი მოვლენებს პროვოკაციად აფასებს და შეცდომას არ აღიარებს -მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, თბილისის მერიას მიმართეს.

სამოქალაქო აქტივისტები აქციის ჩასატარებლად საავტომობილო გზის გადაკეტვას ითხოვენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მერია მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებას არ შეზღუდავს. გარდა ამისა, აქტივისტები აქციის მონაწილეებს რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება. ამისთვის  გვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა 2-3 საათით ადრე, სწორედ ამას ეხება ჩვენი თხოვნა თბილისის მერის მიმართ. იმედია, რომ შემოღობილი დიდი სივრცის გამო, როცა გვიწევს გზის სავალ ნაწილზე დადგომა და სხვა ტერიტორია ფიზიკურად არ დატოვეს, მერია გაითვალისწინებს საზოგადოების თხოვნას“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის თქმით, მერიამ მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს, რადგან მოქალაქეებს აქციის გამართვის კანონიერი უფლება აქვთ.

„სასაცილოა, როდესაც ვხედავთ, რომ მაგალითად ერთი კვირის წინ აჭარაში იყო ლავასოღლის ექსტრადიციის მიზნით ჩატარებული აქცია და მაშინ თუნდაც გია ვოლსკის ან სხვა სუბიექტების განცხადება არ მინახავს იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება აქციის ჩატარება. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე დადის და ძალიან მიხარია, რომ ჯერჯერობით ყველაფერი ირაკლი კობახიძის და გია ვოლსკის პოლიტიკური გემოვნებით არ განისაზღვრება ამ ქვეყანაში. ეს არის კანონიერი, ჩვენ გვაქვს ამის უფლება“, - განაცხადა გეგუჩაძემ. 


close დახურვა