logo
ENG



სირცხვილიამ მთავრობის წინააღმდეგ ონლაინაქცია გამართა

18 აპრ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 
32vly23u4j3296i.jpg

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ონლაინსივრცეში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის ქმედებები გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან მიმართებით უუნარობა გამოიჩინა.

აქციის მონაწილეების აზრით, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს და აუფასურებს იმ ეფექტს, რაც ამ დრომდე იქნა მიღწეული, ქვეყნის გაჩერებისა და ათასობით კანონმორჩილი ადამიანის სახლში ჯდომის ხარჯზე.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ყალბი გვერდების საშუალებით ავრცელებს ყალბ ინფორმაციებს ვირუსთან დაკავშირებით, თავს ესხმის აქტივისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და აგრძელებს კლანურ მმართველობას.


close დახურვა