logo
ENG



#სირცხვილიას აქტივისტი ნოდარ რუხაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

23 თებ 202118:15
3 წუთის საკითხავი
 
#სირცხვილიას აქტივისტი ნოდარ რუხაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა. მანამდე, ის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც პარლამენტის შესასვლელთან იდგა და ეზოში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს "სამარცხვინო მონებს" ეძახდა. ამის შემდეგ მას პოლიციამ გზიდან გადასვლისკენ მოუწოდა და დააკავა. 

რუხაძე ამბობს, რომ პოლიციამ პროცესზე მისი პატიმრობა მოითხოვა, "განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევაო". მისივე თქმით, დაკავების ოქმში ჩაიწერა: "ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ეძახა მონა".

ფორმულასთან საუბრისას ნოდარ რუხაის თქმითვე, დაკავების ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ მოსამართლემ მიიჩნია, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციულ გადაცდომას. 


close დახურვა