logo
ENG



სისტემა რომ გამოეყენებინათ, ამხელა სეტყვა არ მოვიდოდა - კახეთში ზარალის მოცულობა უცნობია

03 მაი 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

ჯერჯერობით კვლავ უცნობია ზარალის მოცულობა, რომელიც სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონს მიადგა. ძლიერმა სეტყვამ  ხეხილის ბაღები, ვენახები და ნარგავები გაანადგურა. ყველაზე მეტად კი წნორის მოსახლეობა დაზარალდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩებიან.

დაზარალებული მევენახეები საუბრობენ, რომ არ აქვთ დაზღვევა, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ განცხადებას არ ავრცელებს. 

„არავის არაფერი უთქვამს ზარალის დათვლაზე. ლამის კვერცხისოდენა სეტყვა იყო - კვირტი გაანადგურა. 20-30%-იც არ იქნება აქედან მოსავალი. სისტემა რომ გამოეყენებინათ, ამხელა სეტყვა არ მოვიდოდა", - ამბობენ ადგილობრივები.

კახეთში რწმუნებული კი ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენეს და სწორედ ამან აარიდა რეგიონს უდიდესი ზარალი.

„კახეთში რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ იყოს, ჩავთვალოთ, რომ მოსახლის 90% არ იქნებოდა. გუშინ შემოვიდა ღრუბელი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული, როგორც სეტყვის ღრუბელი. რომ არა სისტემის მუშაობა, ბევრად დიდი ზარალი გვექნებოდა", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ძლიერი სეტყვა კახეთში გუშინ ღამით მოვიდა - სტიქიამ გაანადგურა ადგილობრივების ვენახები და ხეხილის ბაღები.

 


close დახურვა