მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. მათ სავალი გზის ნაწილის გადაკეტვაც სცადეს და გზაზე „ამ ცხოვრების დედაც“ დაწერეს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა მოძრაობის წევრები სავალი გზის ნაწილიდან გადაიყვანეს და სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია გრძელდება. მათ შეუერთდნენ „გაბედეს“ აქტივისტები. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტებიც, რომლებმაც მსვლელობა საკუთარი უნივერსიტეტების შენობებიდან დაიწყეს.