logo
ENG



სისხლი უნდა გავუშროთ - გაბედე სუს-თან აქციას გამართავს

22 ნოე 201907:57
3 წუთის საკითხავი
 
aw53ggvr869ilfa.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გაიმართება. ორგანიზაცია „გაბედეს" წევრები სუსის შენობასთან მივლენ და 18 ნოემბერს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ.

როგორც „ფორმულას" მოძრაობა „გაბედეს" წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა განუცხადა, ხალხმა უნდა მიიღოს პროპორციული და სამართლიანი არჩევნები, ხოლო ამის მისაღწევად ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეექმნას.

„ვაპირებთ, მივიდეთ სუს-თან და გავაპროტესტოთ მათი ქმედებები ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით რომელიც არის მოტივირებული ახალგაზრდა პოლიტიკოსების დაკავებით. ისეთი დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ჩვენი ქმედებებით, რომ სისხლი გავუშროთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვცენ რაც ჩვენ გვეკუთვნის - პროპორციული და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 


close დახურვა