დაუსჯელობის ეფექტი - სისხლიანი გარჩევა სავარაუდოდ განსხვავებული ჩაცმულობის გამო.
სამი მოზარდი დაჭრილია, ერთი - დაკავებული. გამოძიება 14 წლის ბიჭს არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. ფორმულას ერთ-ერთი მოზარდის დედა უყვება, რომ მის შვილს და მეგობარს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ, რომ ერთ მოზარდს განსხვავებულად ეცვა და საყურე ეკეთა.