logo
ENG



სისხლიანი გარჩევა სამხედრო ბაზაზე

13 თებ 202320:11
3 წუთის საკითხავი
 

სისხლიანი გარჩევა სამხედრო ბაზაზე - დაჭრილია ოცმეთაური და რიგითი ჯარისკაცი. მათ ცივი იარაღით ჭრილობები მოქმედმა სამხედრომ მიაყენა. შემთხვევა ვარკეთილში მდებარე საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჯარისკაცი დაკავებულია. ოჯახის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების დროს 28 წლის ლაშა ბოლქვაძეს, ოცმეთაურმა აღმოუჩინა მობილური ტელეფონი, ამის შედეგ სავარაუდოდ, მან ჯარისკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სხვების თანდასწრებით დაამცირა. კონფლიქტი სარდაფში გაგრძელდა, ჯარისკაცმა ოცმეთაურსა და რიგითს ჭრილობები სწორედ იქ მიაყენა. თავდაცვის სამინისტრო დუმს.


close დახურვა