ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე ბადრაგებით და ბრალდებულის სტატუსით მივიდა. ოლიმპიურ ჩემპიონს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენეს, მას თავდებში რამდენიმე ჩემპიონი და ყოფილი კოლეგა ქართული ოცნებიდან ჩაუდგა.
წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ოლიმპიური ჩემპიონი თავს უდანაშაულოდ გრძნობს. ზვიადაურის ვერსიას იძულებითი მოგერიების შესახებ არ ეთანხმება პროკურატურა.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ პირთა წრე 15-მდე გაიზარდოს.