logo
ENG



სისხლის ბანკში მარაგები აღარ არის

16 აპრ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

სისხლის ბანკში აცხადებენ რომ მარაგები არ არის. გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია და მცირე მარაგი ყოველდღე გაიცემა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მწვავე ონკოლოგიური პაციენტებისთვის. საგანგებო მდგომარეობის გამო სისხლის ბანკში დონორები მისვლას ვერ ახერხებენ. 

ბანკში შიშობენ, რომ 4-დღიანი სააღდგომო დასვენება მარაგებზე კიდევ უფრო ცუდ გავლენას მოახდენს, რადგან ამ პერიოდში იმ რაოდენობის დონორებიც ვერ მივლენ, ვის იმედადაც აქამდე იყვნენ.

"სისხლის მარაგები ახლა არ არის. იცით, რომ  გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია და გვაქვს რაღაც მცირე მარაგია, რაც გაიცემა ყოველდღე პირველ რიგში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის და შემდგომ მწვავე დაავადებებზე. მარაგების შევსებაში გვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც აქციას გვიგემავს გარკვეულ მუნიციაპლიტეტებში",-აღნიშნავს კლინიკის ექიმი. 


close დახურვა