სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა. არსებული ინფორმაციით, სიძემ დანაშაული სანადირო თოფით ჩაიდინა და რამდენჯერმე ესროლა სიმამრს.
ფაქტი „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.