logo
ENG



სიჭინავა: ვიმეორებთ, არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის

07 ივნ 202113:51
3 წუთის საკითხავი
 
სიჭინავა: ვიმეორებთ, არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის

გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი, ბერდია სიჭინავა კონკრეტულად არ პასუხობს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს და იმეორებს გახარიას მოკლე განცხადებას "ჭორაობაზე". 

"გავიმეორებთ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის", - თქვა სიჭინავამ ჟურნალისტებთან და დააზუსტა. რომ ამაზე მეტს თავად გიორგი გახარია ისაუბრებს "მალე". 

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ვრცელ წერილს რამდენიმე წინადადებით გამოეხმაურა. 

ფეისბუქზე მან დაწერა: 

"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...

სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!". - დაწერ გიორგი გახარიამ.

მანამდე, ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს, გიორგი გახარიას შესახებ ვრცელი წერილი გაავრცელა. 

მან გახარიას მიერ ქართული ოცნების დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა, რაც "გაუგონარი მიზეზით მოხდა". 

ივანიშვილის თქმით, ის არ შექმნიდა ფსევდო პარტიას, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა კი მისთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. ივანიშვილის შეფასებით, გახარიას პარტიას არ აქვს იდეოლოგიური და კონცეპტუალური საფუძველი.  


close დახურვა