logo
ENG



სიხარულიძე: ივანიშვილი მანიპულაციებით ცდილობს ქვეყნის მიტაცების გაგრძელებას

08 დეკ 201923:08
3 წუთის საკითხავი
 
cxt6pc4en0n9hxl.jpg

“ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ეს შეხვედრა შედგა", - ასე აფასებს საქართველოს ანალიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრას.

სიხარულიძემ შეხვედრის მნიშვენლობაზე გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ისაუბრა. მისი აზრით, მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცებას აგრძელებს. 

„მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრის მოწყობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციამ, რაც ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ბოლო პერიოდში აშკარაა, რომ სახელწიფოს მიტაცების პერიოდში, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ოპოზიციურ პარტიებსაც, ახალგაზრდებსაც, რომელებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს, უჭირავთ სახელმწიფოებრივი პოზიცია. ვისაც არ უჭირავს სახელმწიფოებრივი პოზიცია და ცდილობს მანიპულაციებით სახელმწიფოს მიტაცების გაგრძელებას, ეს გახლავთ "ქართული ოცნება" და ივანიშვილი. ახლა ვართ ამ პოზიციაში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია იყოს მყარი, რომ ეს პროცესი განვითარდეს და საბოლოო ჯამში ჩატარდეს არჩევნები, რომლის მიხედვითაც არჩეული პარლამენტი ადეკვატურად ასახავს მოსახლეობის განწყობებს“,-განაცხადა დავით სიხარულიძემ. 

 

 


close დახურვა