სკანდალი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს. ოკუპანტების კგბ-ე უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერებს, მისი გადაადგილებისა და საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ერთ-ერთი სატელეფონო ჩანაწერს ადასტურებს საუბრის მონაწილე, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილმა დაკავებამდე დაურეკა.
უკანონო ჩანაწერებს ოკუპანტები იმის დასამტკიცებლად იყენებენ, რომ გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვარი საპროტესტო აქციების ფონზე, პროვოკაციის მიზნით გადაკვეთა. ოჯახს ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უწყებები არ დაკავშირებია, თითქმის მსოფლიო დონის მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლება ოკუპანტებისგან ექიმის დახსნას 13 დღეა ვერ ახერხებს.
დატყვევებული ექიმის მეუღლე დარწმუნებულია,რომ საოკუპაციო რეჟიმი საქმის შეკერვას ცდილობს, თამილა ლაფანაშვილი ამბობს,რომ კგბეს მიერ მისი ქმრის პირადი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არცერთი სახელმწიფო უწყება დაკავშირებია.
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის დამძიმების მიზნით დეფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმი, 2008 წლის ომის მონაწილეა და ე.წ. საზღვარი პოლიტიკური ნიშნით გადაკვეთა. გაფრინდაშვილის ახლობლები და კოლეგები კი ამტკიცებენ, რომ ექიმი აგვისტოს ომის დროს თბილისში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში 13 დღეა იმყოფება.