logo
ENG



სკანდალური ჩანაწერი

25 ნოე 202220:11
3 წუთის საკითხავი
 

აღმოჩნდება თუ არა ანაკლიის პორტი რუსეთის კონტროლქვეშ. სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ფორმულამ სრულიად შემთხვევით მოიპოვა, შესაძლოა, ხელისუფლების განზრახვას ხდიდეს ფარდას. რა სტატუსით მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენი ანაკლიის მომავლის განსაზღვრაში ? ჩანაწერში, რომელიც ფორმულას ხელთაა, ისმის ოლიგარქების - ივანიშვილისა და ევტუშენკოვის პარტნიორის დავით ხიდაშელის ხმა.

სკანდალურ ჩანაწერში საუბარი რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ხიდაშელი საზოგადოებამ კარტოგრაფების საქმიდან გაიცნო, შემდეგ კი საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებამ დიდძალი ქონება გადასცა. დღეს ბიზნესმენმა განცხადება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკმაყოფილოა, ამიტომ საქართველოში ახალშეძენილი საკუთრების გაყიდვას აპირებს. ჩანაწერის მიხედვით კი სრულიად საპირისპირო გარემოება ირკვევა. სინამდვილეში ხიდაშელი შესაძლოა გაცილებით სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის საკითხშია ჩართული.


close დახურვა