logo
ENG



სკოლებში კანფეტების, გაზიანი სასმელების, ჩიფსების და სხვა პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა

25 ნოე 202312:05
3 წუთის საკითხავი
 

სკოლის კვების ობიექტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება. ასევე ობიექტის თანამშრომლებისთვის პირადი ჰიგიენის მოთხოვნები დაწესდება. შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტრომ დაამტკიცა.

ბრძანების დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) და გამოყენება.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

  • საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
  • მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
  • მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
  • დაკონსერვებული პროდუქტები;
  • თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
  • სოკო ნებისმიერი ფორმით;
  • კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
  • ტკბილი გაზიანი სასმელები;
  • ყავა

close დახურვა