logo
ENG



სკოლის დირექტორი სარდაფში ნარკოტიკებზე: ნებისმიერი სკოლის სარდაფში იგივე სიტუაციაა

03 მარ 202013:33
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის, ნატო ბენდელიანის გამოკითხვა დასრულდა. მან სამართალდამცველებს იმ ვიდეოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ მოზარდი სკოლის სარდაფში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ ყვება. 

ნატო ბენდელიანი გამორიცხავს, რომ მისი სკოლის მოსწავლე სარდაფში ნარკოტიკს მოიხმარს. მისი თქმით, სკოლის სარდაფს ბავშვები არ გამოიყენებდნენ. დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგადად, ნებისმიერი სკოლის სარდაფი დაუცველი ტერიტორიაა.

„პოლიცია საქმის კურსშია. მიმდინარეობს გამოძიება. რაც ხდება ამას გამოძიება გვიჩვენებს. მე მივაწოდე პოლიციას რაც მთხოვეს. მე ინფორმაცია არ მაქვს. არც არაფერი ხდებოდა. ნებისმიერი სკოლის სარდაფში რომ მიხვიდეთ, იგივე სიტუაცია იქნება. საერთოდ, სარდაფი დაუცველია. მით უმეტეს, იმ ადგილას უკან უკაცრიელი ადგილია. დღისით და მზისით მსგავსია რაფერი მომხდარა. არასდროს მსგავსი ინფორმაცია არ გვქონია. 

"ზაფხულის პერიოდში გარეთ ბოსტანში იყვნენ „პივას“ სვამდნენ. მივდიოდი ველაპარაკებოდი. სარდაფის დახურვის უფლება მე არ მაქვს, ჩემი საკუთრება არ მაქვს. მქონდა მცდელობა, ძაღლები შედიოდნენ, კატა მოკვდა, სუნი იყო. ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა და ახლაც საეჭვოდ მიმაჩნია. სარდაფს ძალიან ხშირად ვამოწმებთ. კანალიზაციის გამო 112-ს ხშირად ვიძახებდით და ვასუფთავებდით. ამ სივრცეს ბავშვები არ გამოიყენებდნენ გამოვრიცხავ. ექვს საათამდე არ გამოვდივარ და ასეთი სიტუაცია არ არის. ყოველ წუთში რომ გითხრათ, ვერ დავალაგებდით. გამოძიება დაადგენს რა მოხდა. გამორიცხულია, რომ სკოლის მოსწავლეები მოიხმარდნენ. 129 ბავშვია და მათი ყოველდღიური სუნთქვა ვიცით“, - აცხადებს ბენდელიანი. 

როგორც ჟურნალისტებს სკოლის დარაჯმა განუცხადა, მისი მუშაობის პერიოდში, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ხუთია წელი მანდ ვარ და მასეთი არ შემინიშნავს. რაც მოხდა დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ჩემი მოვალეობაა შენობა იყოს დაცული და იყოს სიწესრიგე. სარდაფი შენობაა და ასეთი რამ გამოჩნდა. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს“, - აცხადებს სკოლის დარაჯი.

შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოზარდი ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ ყვება. ახალგაზრდა ამბობს, რომ აქ ხშირად იკრიბებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სრულწლოვნები და მარხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. ფაქტის შესახებ მან სოვიალურ ქსელში ფოტოები დადო და პოლიციას აცნობა. გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მარიხუანის უკანონო შენახვა -გადაზიდვას, ან/და გასაღებას გულისხმობს. სკოლის დირექოტრი უკვე დაკითხვაზე იმყოფება. 


close დახურვა