logo
ENG



სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი კოალიციის კანდიდატი, პეტერ პელეგრინი გახდა

07 აპრ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/07/7ru4w92vk2a3st9.png

სლოვაკეთის პრეზიდენტი მმართველი მემარცხენე ნაციონალისტური კოალიციის კანდიდატი, პეტერ პელეგრინი გახდა.

პელეგრინიმ ხმათა 53.26% მოიპოვა და მისი პროდასავლელი მეტოქე, ივან კორკოკი დაამარცხა, რომელმაც ხმების 46.73% მიიღო.

"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც მხარს დაუჭერს ხელისუფლებას მის ძალისხმევაში გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება... გავაკეთებ ყველაფერს, რათა სლოვაკეთი სამუდამოდ დარჩეს მშვიდობის მხარეს, და არა ომის", - თქვა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

კანონმდებლობით სლოვაკეთის პრეზიდენტს შეზღუდული აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს, თუმცა მას შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება ან/და მათი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. ასევე სლოვაკეთის პრეზიდენტი ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.


close დახურვა