logo
ENG



სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს ესროლეს

15 მაი 202417:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/hie4l239cchxe31.jpg

სლოვაკეთის პრორუს პრემიერმინისტრს რობერტ ფიცოს ესროლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.

მოგვიანებით, რობერტ ფიცოს Facebook-გვერდზე მისი მდგომარეობის შესახებ განცხადება გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერმინისტრს რამდენჯერმე ესროლეს და მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. იგი ვერტმფრენით ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს.

როგორც წერენ, ფიცოს ესროლეს ქალაქ ჰანდლოვაში, კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრიდან გამოსვლისას, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, რამდენიმე სროლის ხმა ისმოდა.

სლოვაკეთის ლიდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდო თვითმხილველი პოლიციამ დააკავა.

ჰანდლოვა დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარეობს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ეჭვმიტანილის დასაკავებლად გარბის.

პრორუსი ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში გასული წლის სექტემბრის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა, პოპულისტურ-ნაციონალისტური კოალიციის ლიდერობით.


close დახურვა