სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან 10 წელი გავიდა. კორონავირუსის პანდემიის გამო პოლონეთში ტრაგედიისადმი მიძღვნილი ცერემონიების მასშტაბი შეამცირეს.
წელს პოლონეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები არ გაემგზავრებიან ტრაგედიის ადგილზე, სადაც 2010 წლის 10 აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფას, ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ემსხვერპლა.
პოლონეთის დელეგაცია კატინის მემორიალთან, სტალინის რეჟიმის მიერ მოკლული ათასობით პოლონელის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიემგზავრებოდა. ტრაგედიის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. რუსეთს ჯერ კიდევ არ გადაუცია პოლონური მხარისთვის პრეზიდენტის თვითმფრინავის ფრაგმენტები.