logo
ENG



სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭის ყრას ვერ გაბედავს

24 მაი 202123:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/24/fehe4iqsx0urtwo.png

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭის ყრას ვერ გაბედავს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ფიქრობს ის ასე, სუბარი პასუხობს - "დაველოდოთ და შევხედოთ".

მედიის მხრიდან დასმულ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გიორგი გახარიამ სწორედ ქართულ ოცნებას "წაართვას" ხმები, სუბარი აცხადებს, რომ მმართველ ძალას ამის არ ეშინია.

„[გახარია თბილისის მერად კენჭის ყრას] ვერ გაბედავს.აი, დაველოდოთ და შევხედოთ.

ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. 43%-იან ბარიერზეც იმიტომ  მოვაწერეთ ხელი, მზად ვართ, თუ 43%-საც ვერ ავიღებთ, მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის. არ გვეშინია არც 43%-ის, არც 45-ის და არც 50-ის. უკონკურენტო ვიქნებით", - ამბობს სუბარი.


close დახურვა