logo
ENG



სოლოღაშვილი ინფიცირებულ ექთანზე: მას ჰქონდა ერთეულებთან შეხება და ისინი კარანტინში გადაჰყავთ

08 მაი 202010:27
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათთან მომუშავე ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში მყოფ ექთანის კონტაქტებს უკვე ჩაუტარდათ ტესტირება და მათ არ აღმოაჩნდათ ვირუსი.

„კლინიკაში არის განსაზღვრული სქემები. მედიკოსების ჯგუფებს ერთმანეთთან შემხებლობა არ აქვთ. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა ერთეულებთან შეხება და ისინი კარანტინში გადაჰყავთ. 3 ადამიანია ასეთი. დაინფიცირების წყაროს თქმა ძნელია. ვისთანაც შეიძლებოდა კონტაქტი ჰქონოდა მათ ჩაუტარდათ ტესტები და მიღებულია უარყოფითი პასუხი. ორ კვირაში ყველა პერსონალის ტესტირება სავალდებულოა“, - აცხადებს სოლოღაშვილი. 

ამ დროისთვის ქვეყანაში 623 ინფიცირების ფაქტი ფიქსირდება. აქედან, გამოჯანმრთელებულია 288 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 446 პირი, ხოლო 4723 მოქალაქე კარანტინის რეჟიმშია. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა