logo
ENG



სომალიში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა

03 აგვ 202422:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/03/nb9euj36ba2imur.jpg

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანაპიროზე, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი სამხედროა. 

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება ალ შაბააბიმ განახორციელა, თუმცა ოფიციალურად დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, კიდევ 3 თავდამსხმელი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მოკლეს, ხოლო კიდევ ერთი დააკავეს.

ცნობისთვის, 2022 წლის შემდეგ ეს სომალიში ყველაზე მასშტაბური ტერაქტია - მაშინ თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა.

დაჯგუფება ალ შაბააბი ალ ქაედასთან არის დაკავშირებული.


close დახურვა