logo
ENG



სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

24 თებ 202007:54
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის საფრთხის  გამო, სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა. ქვეყნის პრემიერის განმარტებით, შეჩერდება ირანსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლა, ასევე  ,,მეგრის'' გამშვები პუნქტის გავლით სომხეთში პირების შემოსვლა. ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ შეზღუდვა სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

ფაშინიანის ინფორმაციით, დღესვე კორონავირუსის პრევენციის კომისია შეიკრიბება, რომელზეც სამომავლო ნაბიჯები, და შესაძლო სცენარები იქნება განხილული. ფაშინიანის თქმით, აღნიშნულკი კომისია 31 იანვრის შემდეგ მუშაობს. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა პაკისტანმა, თურქეთმა და ავღანეთმა. 

შეგახსენებთ, რომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა საქართველომაც შეზღუდაჯერჯერობით ღია რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა ვითარების კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, ისიც ჩაიკეტება.

 


close დახურვა