კორონავირუსის პანდემიის გამო, სომხეთმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო.
ფაშიანის ბრძანებით სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვის განმავლობაში იქნება გამოცხადებული და სპეციალური რეჟიმი 16 აპრილამდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება.