კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა აზერბაიჯანსა და სომხეთში. გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კოვიდ 19, 431 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ერთ დღეში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ქვეყანაში საერთო ჯამში დაინფიცირების 12 729 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 154 გარდაიცვალა.
რაც შეეხება სომხეთს, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურდა 321 ახალი შემთხვევაც. 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 16 ივლისამდე გრძელდება. იკრძალება მასობრივი შეკრებები და მიტინგების ჩატარებაც.