სომხეთში საქართველოს ელჩის ავტომობილი გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიასაშუალების იფნორმაციით, ბოროტმოქმედებმა ელჩის ავტომობილის გვერდითა სარკეები მოხსნეს და წაიღეს. Mercedes-ის მარკის ავტომობილი ერევნის ცენტრალურ გამზირზე იყო გაჩერებული. ინციდენტი 14 დეკემბერს მოხდა.
