logo
ENG



სომხურ-აზერბაიჯანულ საზღვარზე შეტაკებები განახლდა

16 ივლ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ერთდღიანი პაუზის შემდეგ თოუზის რაიონში იერიშები განახლდა. ცეცხლისშეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ბაქოც და ერევანიც კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა სოფლების მიმართულებით და რამდენიმე ჭურვი სახლებსაც დაეცა. საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლებში საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დანგრეულია. 

დღევანდელ იერიშებზე განსხვავებული ვერსია აქვს სომხურ მხარეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გამთენიისას თავდასხმა აზერბაიჯანელებმა ორჯერ განახორციელეს, მაგრამ ორივე შეტევა მოიგერიეს. სომხეთის პრემიერის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სერიოზული ზარალი განიცადა. ნიკოლ პაშინიანის თქმით, აზერბაიჯანელების მხრიდან დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც არიან. ბაქოში კი მხოლოდ ერთი სამხედროს დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ. 


close დახურვა