logo
ENG



სოროსი: ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება დიდია მერკელის მერკანტილური პოლიტიკის გამო

25 მაი 202219:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/25/574rriz8x3rnon3.png

ფილანტროპი ჯორჯ სოროსი ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას ანგელა მერკელის პოლიტიკას უკავშირებს

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს სოროსმა თქვა: 

"ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე კვლავ დიდია, ძირითადად, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მერკანტილური პოლიტიკის გამო. მან რუსეთთან გაზის მიწოდებაზე სპეციალური გარიგებები დადო და ჩინეთი გერმანიის უდიდეს საექსპორტო ბაზრად აქცია"

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთმა აგრესორ ქვეყანას მრავალი მიმართულებით დაუწესა სანქციები. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის სანქციების მომდევნო, მე-6 პაკეტი უახლოეს მომავალში განიხილება და გაზზე ემბარგოსაც მოიცავს. 

ჯორჯ სოროსმა შეაქო ურსულა ფონ დერ ლაიენი "ძლიერი ევროპული ხმის" გამო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი იმის გამო აირჩიეს, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკა გაეგრძელებინა, ის, როგორც ჩანს, "საბოლოოდ სწორად იქცევა ხოლმე". ამის მაგალითად სოროსმა ნორდ სტრიმ 2-ის შეჩერება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა მოიყვანა. 

ჯორჯ სოროსმა "სიმამაცისთვის" შეაქო იტალიის პრემიერმინისტრი მარტიო დრაგი, მიუხედავად იმისა, რომ "იტალიის რუსულ გაზზე დამოკიდებულება დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის".  


close დახურვა