logo
ENG



სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი დააკავეს

08 ნოე 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock 902

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი დააკავეს. ის თელავში აიყვანეს.

როგორც ცნობილია, ნიკა გოგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას ედავებიან, ოჯახის მტკიცებით კი იარაღი მის სახელზე იყო რეგისტრირებული.

ოჯახი მიიჩნევს, რომ ნიკა გოგაშვილის დაკავება "პოლიტიკური დევნის მაგალითია".

"დღეს დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი ნიკა გოგაშვილი, რომელსაც ჰქონდა სამი იარაღი კანონიერად გაფორმებული თავის სახელზე, რომელიც 16 ივლისს იქნება ჩვენი სახლიდან ამოღებული, ვინაიდან იმ მომენტში აქ ჰქონდა. ის დაკავებულია 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას. ეს არის აბსურდი, პოლიტიკური დევნის მაგალითი"- ამბობს გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი.

 

***

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

რამდენიმე დღით ადრე კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.


close დახურვა