logo
ENG



სოსო გოგაშვილის საქმე

24 აგვ 202220:55
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების ოფიციალურმა პასუხმა გააძლიერა ვარაუდი, რომ სოსო გოგაშვილს ნამდვილად დაუკავშირდა ციხეში მობილურით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. სახალხო დამცველს პენიტენციურმა სამსახურმა აცნობა, რომ მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები იმ თარიღებში, რომელიც პატიმარმა დეტალურად აღწერა. სახალხო დამცველმა გოგაშვილის წერილის გამოქვეყნებისტანავე გააფრთხილა სახელმწიფო სტრუქტურა, რომ დაეარქივებინა მასალა. ოჯახი და ადვოკატები სწორედ ამ მასალას მიიჩნევდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ. გოგაშვილები დარწმუნებული არიან, რომ ვიდეომასალა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაანადგურა. 


close დახურვა