logo
ENG



სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება დატოვა

07 ოქტ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა პარტია ქართული ოცნება დატოვა.

გოგაშვილი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მედიის კითხვებს მომავალში უპასუხებს.

"მქონდა საუბარი პარტიის თავმჯდომარესთან, გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მიზეზებიც ავუხსენი. ყველაფერი გასაგები იყო მისთვის, წარმატებები მისურვა მომავალ საქმიანობაში და ასე დავშორდით ერთმანეთს. ახლა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მადლობა, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი პერსონით. მომავალში გაგცემთ პასუხებს აუცილებლად", - განაცხადა გოგაშვილმა.

გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. ის ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.


close დახურვა