რამდენიმე წუთის წინ აღდგა მოძრაობა თბილისი წითელი ხიდის ტრანზიტულ მაგისტრალზე. გზა სოფელ ალგეთის მოსახლეობას ჰქონდა გადაკეტილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ. მიუხედავად იმისა რომ სოფელს წაყალი არ მიეწოდება ადგილობრივების თქმით მათ წყლის დავალიანების გადახდა მაინც უწევთ. მაგისტრალის გახსნა საპატრულო ეკიპაჟმა ძალის გამოყენებით მოახერხა.
„მთავარი მიზეზი არის რომ რვა წლის განმავლობაში გვატყუებენ არაფერი არ კეთდება სოფლის მეურნმეობისთვის, ვითომ გამოყოფილია 2 მილიარდი, მაგრამ არაფერი არ კეთდება სარწყავი წყალი არ გვაქვს უკვე დეკემბრის მერე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ვენახები არის გაუბედურებული“,-აცხადებენ ადგილობრივები.
სოფელ ალგეთის მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ, მათი თქმით, არ იციან როდის მოხდება წყლის ცენტრალური მაგისტრალის შეკეთება და არც ის იციან შეძლებენ თუ არა წყლის ცისტერნების მიტანას.