მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, ხოლო სოფელ მუშევანში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ჯერ ისევ შენარჩუნდება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 704 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პირი.