გორის რაიონის სოფელ გომში ახალგაზრდა ქალს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად თვითიზოლაციისთვის გომში თბილისიდან ჩავიდა და ვირუსიც იქ გამოუვლინდა. მასთან ერთად მყოფი 6 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, უკვე გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდებათ.
ინფიცირებული ქალი პროფესიით თარჯიმანია, მას უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.